“ყველა დროის საუკეთესოა” – ანჩელოტიმ რონალდოზე ისაუბრა

5 თებერვალს კრიშტიანო რონალდო 40 წლის გახდა. “ლეგანესთან” სათამასო მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კი “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მას ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.
“კრიშტიანომ ამ ეპოქაში თავისი კვალი დატოვა. ჩემთვის ის საუკეთესო იყო. პორტუგალიელი ასევე ძალიან დამეხმარა, გატანილი გოლებით, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა “რეალის” სათადარიგოთა სკამზე”, – თქვა ანჩელოტიმ.
შეხსენებისთვის, ანჩელოტი რონალდოს “რეალში” პირველად მუშაობის პერიოდში 2013/15-წლებში ავარჯიშებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში