საქართველოში -ის საელჩო, USAID, NED და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, გვაქვს დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს მახინჯი პრაქტიკა დასრულდება

საქართველოში -ის საელჩო, USAID, NED და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, გვაქვს დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს მახინჯი პრაქტიკა დასრულდება
საქართველოში აშშ-ის საელჩო და USAID, ისევე როგორც NED და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ყაზახეთში ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას შეეხებოდა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, შეიცვლება აშშ-ის საელჩოს მიდგომა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ და დასრულდება ის მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა საელჩოს, USAID-ს, NED-ს და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის.
„როდესაც საუბარია ცვლილებებზე, ეს ცვლილებები თანაბრად უნდა შეეხოს, როგორც USAID-ს, NED-ს, ისე საელჩოს საქმიანობას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პირველ რიგში, შეიცვლება სწორედ აშშ-ის საელჩოს მიდგომა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ და დასრულდება ის მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა საელჩოს, USAID-ს, NED-ს და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის,“- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ითხოვენ პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას – ეს არის სისტემის ხელში ჩაგდების მცდელობა, ასეთ აბსურდულ მოთხოვნებს მომავალში სერიოზულად აღარ შევხედავთ, ხალხის მანდატი გვაქვს და თავად გადავწყვეტთ, ვინ იქნება გენერალური პროკურორი

გენერალური პროკურატურის მიერ ქართველი ოპოზიციონერებისა და ექს-პრეზიდენტის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა არის საზოგადოების პასუხი რადიკალების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე