კახა კალაძე – ზუსტად ისეთივე კანონს მივიღებთ, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობს – ხომ არ შეიძლება ვინმემ თქვას „ფარაზე“, რომ ცუდია? – ვიმოქმედებთ ისე, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია

გადაწყვეტილება მივიღეთ, ზუსტად ისეთივე კანონი მივიღოთ, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, მათ შორის მედიასთან დაკავშირებულ ინიციატივებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კალაძემ განაცხადა, უცხოური დაფინანსება, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა, სახელმწიფო გადატრიალებისკენ იყო მიმართული.
„ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ უცხოური დაფინანსება, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა, ძირითადად, პოლარიზაციისკენ, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებისკენ, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობებისკენ იყო მიმართული. როცა ამაზე ვსაუბრობდით, გარკვეული ადამიანების ჯგუფებს ეს არ სჯეროდათ, დაგვცინოდნენ კიდეც, თუმცა, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა USAID-თან დაკავშირებით, რომ ის კრიმინალური ორგანიზაციაა, ზუსტად ამ სიტყვებით, ციტირებას ვახორციელებ, მე მგონი, ყველაფერი ცხადი გახდა, თუ საიდან შემოედინებოდა ეს თანხები, ვინ იდგა იმ რევოლუციების და სახელმწიფო გადატრიალებების უკან, შესაბამისად, გადაწყვეტილება მივიღეთ, ზუსტად ისეთივე კანონი მივიღოთ, როგორიც მუშაობს და ფუნქციონირებს დღეის მდგომარეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქნება კოპირება, ასლი, რომ რამე კითხვები არ გამოიწვიოს…
რაც შეეხება მედიის მუშაობის სტანდარტთან დაკავშირებით განსახორციელებელ ცვლილებას, ჩვენ შემოგვაქვს ბრიტანული სტანდარტი. დღეს, ხომ არ შეიძლება ვინმემ თქვას, „ფარაზე“, ასევე ბრიტანულ სტანდარტზე, რომ ცუდია, ან დემოკრატიულ პროცესებს ეწინააღმდეგება. ვიმოქმედებთ ისე, როგორც ამ განვითარებულ ქვეყნებშია“, – განაცხადა კალაძემ.