ირაკლი – თუ ვინმეს ეშინია, რომ ვეღარ მოახერხებს თავისუფლად სიცრუის გავრცელებას და სიძულვილის ტირაჟირებას, ეს მისი პრობლემაა – სიცრუე და სიძულვილი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევაა და საჭიროა ახალი რეგულაციები

თუ ვინმეს ეშინია, რომ ვეღარ მოახერხებს სიცრუის თავისუფლად გავრცელებას და სიძულვილის თავისუფლად ტირაჟირებას, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სიცრუე და სიძულვილი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, შესაბამისად, საჭიროა ახალი რეგულაციები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მედიასთან დაკავშირებით დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ცვლილებები, რაზეც საუბარია, საქართველოს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან იქნება თავსებადი.
„იცით, რომ სიცრუე და სიძულვილი არის ლიბერალური ფაშიზმის მთავარი იარაღი, რასაც იყენებდა „დიფ სთეითი“ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. როდესაც საუბარია მედიასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ერთადერთი, რასაც ეს ცვლილება შეიძლება შეეხებოდეს, სიცრუესა და სიძულვილის გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხია. თუ ვინმეს ეშინია, რომ ვეღარ მოახერხებს სიცრუის თავისუფლად გავრცელებას, სიძულვილის ტირაჟირებას, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიცრუე და სიძულვილი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის და შესაბამისად, აქ არის საჭირო ახალი რეგულაციები, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ცენზურის გარეშე, იმ ძირითადი უფლებების შელახვის გარეშე, რასაც მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება ჰქვია. ბუნებრივია, საუბარია ისეთ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც იქნება თავიდან ბოლომდე თავსებადი ჩვენს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებთან“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე – როდესაც ლილუაშვილი ქვეყანას აქცევდა, საპარლამენტო უმრავლესობა სად იყო? ნდობის ჯგუფთან შეხვედრებზე მუდმივად ტაშის ცემა იყო – ყურში ჩაჩურჩულების პოლიტიკაა, როგორც ჩანს, ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ლილუაშვილი არ მოიქცა სწორად

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე – პროკურატურა კვლავ გამოთქვამს მზაობას, შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ