Reuters: ჩრდილოეთ კორეის რაკეტების სიზუსტე გაიზარდა უკრაინის ომის მსვლელობისას

ჩრდილოეთ კორეის რაკეტების სიზუსტე მნიშვნელოვნად გაიზარდა, უკრაინის ომში ამ ქვეყნის მონაწილეობის შედეგად – წერს სააგენტო Reuters-ი.
სააგენტოს უკრაინის არმიიდან და ხელისუფლებიდან ორმა წყარომ უამბო, რომ ჩრდილოეთ კორეის იმ რაკეტების სიზუსტე, რომლებსაც ში ისვრის, 2024 წლის დეკემბრიდან 50-100 მეტრით გაიზარდა სამიზნესთან მიმართებით. ეს მოწმობს, რომ ჩრდილოეთი კორეა წარმატებით იყენებს ბრძოლის ველს თავისი სარაკეტო ტექნოლოგიების გამოსაცდელად.
“ამან შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს სტაბილურობაზე რეგიონში და მსოფლიოში” – ამბობს შეიარაღების ექსპერტი სეულის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტირდან, იან უკი. მისი აზრით, ჩრდილოეთ კორეის რაკეტების ამგვარი გაუმჯობესება შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს სამხრეთი კორეისთვის, იაპონიისთვის და შეერთებული შტატებისთვის. ამასთან, ანალიტიკოსის აზრით, ფხენიანმა შესაძლოა თავისი მოდერნიზებული იარაღი მიყიდოს ე.წ. “შეუმდგარ” სახელმწიფოებს, ან შეიარაღებულ დაჯგუფებებს.

ჩრდილოეთ კორეის რაკეტების სიზუსტე უწინ შეადგენდა ერთიდან სამ კილომეტრს. სამხედრო ექსპერტები, რომლებსაც ჟურნალისტები ესაუბრნენ, ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის რაკეტები ამჟამად აღიჭურვება უფრო დახვეწილი სანავიგაციო სისტემებით, ან საჭის მექანიზმებით, მანევრირების გასაადვილებლად.

“იმის გამო, რომ ისინი რაკეტებს აწარმოებენ და გამოხმაურებასაც იღებენ დამკვეთებისგან – რუსეთის არმიისგან – ისინი მეტ გამოცდილებას იძენენ უფრო სანდო რაკეტების წარმოებაში” – ამბობენ ექსპერტები.
ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტები მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს რუსეთის სარაკეტო ოპერაციებში, თუმცა ისინი ატარებენ დიდ ქობინებს, რომელთა წონაც ერთ ტონამდეა და აქვთ 800 კილომეტრამდე სიშორე – ამბობს ერთ-ერთი წყარო არმიიდან. რუსეთის ანალოგიურ რაკეტას, Iskander M-ს ნაკლები სასარგებლო დატვირთვა აქვს, და მისი სიშორე 500 კილომეტრია.
რუსეთმა 2023 წლის ბოლოდან დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთი კორეის ბალისტიკური რაკეტების გამოყენება.
ამასთან, დასავლეთის დაზვერვის მტკიცებით, ომში მონაწილეობის მიზნით, რუსეთში შესაძლოა ჩაიყვანეს ჩრდილოეთ კორეის 10 ათასამდე სამხედრო. მოგვიანებით უკრაინის და დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა და სამხრეთ კორეის დაზვერვამ დაადასტურეს ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა მონაწილეობა კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში. კურსკის ოლქის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი უკრაინის ძალებს აქვთ დაკავებული.
მოსკოვსა და ფხენიანში არ ადასტურებდნენ, თუმცა არც კატეგორიულად არ უარყოფდნენ ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რუსეთში ყოფნას და ბრძოლებში მონაწილეობას.
გავრცელებული შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა რიგებში დანაკარგები შეადგენს ასობით, შესაძლოა ათასობით ადამიანს – თუმცა ამ მონაცემის დამოუკიდებლად დადასტურება არ ხერხდება.
იანვრის შუა რიცხვებში უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის არმიამ პირველად დაატყვევა ჩრდილოეთ კორეის სამხედროები. ისინი დაკითხეს. ერთ-ერთმა თქვა, რომ რუსეთში ჩავიდა წვრთნის გასავლელად და არა ომში მონაწილეობისთვის. მოგვიანებით ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, გადასცეს დატყვევებული სამხედროები, თუკი ის ორგანიზებას გაუწევს მათი გაცვლის ოპერაციას რუსეთის ტყვეობაში მყოფ უკრაინელ მეომრებზე.