– 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 „სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში – ეს არის ის, რაც საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე მიიღეს

შალვა პაპუაშვილი – 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 „სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში – ეს არის ის, რაც საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე მიიღეს
49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 „სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან
ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ეს არის ზუსტად ის, რაც, საბოლოო ჯამში, მათ საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე მიიღე“.
„49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 „სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში. ვნახოთ, რას გააკეთებენ ისინი. მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რაც, საბოლოო ჯამში, მათ საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე მიიღეს. ვამბობდით: „ერთ მდინარეში ორჯერ არავინ შედის“ – ამათმა გადაწყვიტეს, რომ მეორეჯერ შესულიყვნენ იგივე მდინარეში და ნახეთ, რაც დაემართათ ამ ქცევით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილიაუნის რექტორი – “ქართულმა ოცნებამ” დღეს ყველაზე წარმატებულ უნივერსიტეტს მთელი სხეული, პროგრამების 92% ჩამოაჭრა – პროფესორების გაფართოებულ ჯგუფს შეხვდნენ და მოისმინონ ჩვენი არგუმენტები