ბრიუსელის მეტროში სროლა მოხდა, თავდასხმის შედეგად ერთი პირი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა RTBF ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, უცნობმა პირმა ცეცხლი ერთ-ერთ მეტროსადგურში გახსნა. სროლის შედეგად დაშავებული მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეტროსადგური რამდენიმე საათის დახურა. მათი ინფორმაციით, თავდასხმები, სავარაუდოდ, ადგილობრივმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა მოაწყვეს.
ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში ბრიუსელში შეიარაღებული პირის თავდასხმის 3 შემთხვევა დაფიქსირდა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/gwp-m9aOCd-300x192.jpeg)