თავდაცვის მინისტრი – საქართველოს ყველა მოქალაქეს და განსაკუთრებით, თავდაცვის ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ვულოცავ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას!

საქართველოს ყველა მოქალაქეს და, განსაკუთრებით, თავდაცვის ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ვულოცავ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას! – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევით, „ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო ძლიერი, გამთლიანებული და ევროპული ქვეყნის აშენებას!“
„საქართველოს ყველა მოქალაქეს და, განსაკუთრებით, თავდაცვის ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ვულოცავ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას! ეს არის, მართლაც, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა და ქვეყნის წინსვლა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. ქართველ სამხედროებს საერთაშორისო, მათ შორის, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში, მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ევროპული ღირებულებების, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში.
ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო ძლიერი, გამთლიანებული და ევროპული ქვეყნის აშენებას!“, – განაცხადა ბურჭულაძემ, რომლის განცხადებასაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ