თაღლითობა არ იკმარა და ახლა საქართველოში სხვა ქვეყნის ინტერესების გატარება დაიწყო – დავით ჩიხელიძე მამუკა ხაზარაძეზე

ექსპერტი დავით ჩიხელიძე “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომელიც აცხადებს, რომ “-მა უნდა განახორციელოს ზეწოლა “ქართული ოცნების” არალეგიტიმურ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონში”.
ექსპერტის თქმით, უსამშობლო, ქვეყნის მტრის სახე არის, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს და დასავლელ ბატონებს ემსახურება.
“ტოპ ტვინების შეფმა აღიარა, რომ ტოპ ჯაშუშია, ამერიკას პირდაპირ ეუბნება შენი ინტერესები დაიცავი, საქართველოს ინტერესები რა დასაცავი არისო. გესმით რას კადრულობს? თაღლითობა არ იკმარა და ახლა საქართველოში სხვა ქვეყნის ინტერესების გატარება დაიწყო.
ხაზარაძე უსამშობლო, ქვეყნის მტრის სახე არის, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს და დასავლელ ბატონებს ემსახურება! ქართულ პოლიტიკაში ქვეყნის მტრების ადგილი არ არის, ჯაშუშები ისევე უნდა მოიკვეთონ ქართული პოლიტიკისგან, როგორც სხეულიდან სიცოცხლისთვის საშიში მეტასტაზები!”-წერს ჩიხელიძე ფეისბუქზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს არათუ უფლება აქვს, გარკვეულწილად, ვალდებულებაც აქვს, რომ საჯარო მოსამსახურეები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან“

ბექა ძამაშვილი: „ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა“