ზელენსკიმ 9 მაისამდე გაახანგრძლივა საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია

“უკრაინსკა პრავდას” ცნობით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონებს, რომელიც 2025 წლის 8 თებერვლიდან 9 მაისამდე ახანგრძლივებს უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის მოქმედების ვადებს.
მანამდე ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პიერს მორგანთან ინტერვიუში კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ომის ცხელი ფაზის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში წელს არჩევნების ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ ბრძოლა შეწყდებოდა და უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები შეიქმნებოდა, რაც რუსეთს არ მისცემდა აგრესიის განახლების შესაძლებლობას.
გასულ კვირაში პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი თანახმაა უკრაინასთან მოლაპარაკებაზე, მაგრამ გამორიცხა ზელენსკისთან პირდაპირი საუბრის შესაძლებლობა. მან ზელენსკის კვლავ უწოდა „არალეგიტიმური“ და მიანიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების კანონიერ ორგანოდ ვერხოვნა რადა მიაჩნია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!

თაზო დათუნაშვილი – დავითაშვილი სუს-ში იჯდა დაკითხვაზე ექვსი საათი და „ჩვენ განვიხილეთო“, თითქოს ბიზნესლანჩზე იყო ინვესტორებთან, რა განიხილე, შე უბედურო? – „ქართულ ოცნებას“ წიწილებიც გამოელევა, მერე სად წავა?