ბოთლი გადავეცით სამხარაულს ანალიზისთვის და დადგინდა, რომ მასში აზოტმჟავა იყო – მოქალაქე

მოქალაქე ნინო ფრიდონიშვილი სოციალურ ქსელში ბაკურიანი ციდას წყლით მცირეწლოვანთა ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ბოთლი, რომლიდანაც მცირეწლოვანმა (მისმა ძმისშვილმა) სითხე მიიღო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გადასცეს, ხოლო ექსპერტიზის შედეგად ბოთლში აზოტმჟავა იქნა აღმოჩენილი.
ფრიდონიშვილი აღნიშნულის დასადასტურებლად ანალიზის შედეგად მიღებულ დასკვნის ფურცელსაც ასაჯაროვებს.
“ხალხო, ჩემი ძმისშვილი იაშვილში გადაიყვანეს ყელის დამწვრობით. გლოვოთი რამდენიმე ბაკურიანის პატარა ციდას ბოთლი გამოიძახეს, თავისი ხელით გაუხსნეს დალუქული ბოთლი და მიაწოდეს ბავშვს, ბავშვმა მოსვა თუარა გადმოაფურთხა და დაიწყო კივილი, ღმერთის წყალობით გადავრჩით ფატალური შედეგისგან რომ არ გადაყლაპა.
აღნიშნული ბოთლი გადავეცით სამხარაულს ანალიზისთვის და დადგინდა რომ მასში იყო სუფტა აზოტმჟავა, დანარჩენი ბოთლები აქვს გამოძიებას.
ვრცელდება ინფორმაცია რომ ჟვანიაში წევს ბავშვი, რომელსაც ციდას ბოთლში ჩასხმული ქლორის შეცდომით მოსმის შედეგად ჩაეწვა ყელი, ეგ სხვა ბავშვია და არარის ერთი და იგივე ქეისი.
იაშვილმა მაშინვე შეატყობინა პოლიციას ეს ამბავი და მიმდინარეობს გამოძიება”. – წერს ფრიდონიშვილი სოციალურ ქსელში.(ტაბულა)

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი