,, ნახავთ ხმააკანკალებულ მდინარაძეს სულ მალე…“ – გიორგი ტაბატაძე

ადვოკატი გიორგი ტაბატაძე:
,,რეჟიმი ბლეფობს. გვეუბნებიან ძლიერები ვართ ყველას ციხეში დაგიჭერთო. ჩვენზე მეტად ამგვარად თავიანთ შექმნილ ძალაუფლების ვერტიკალს ელაპარაკებიან. თითქოს ყველაფერს აკონტროლებენ და ძალაც აქვთ.
სინამდვილეში ასე ახლოს ამ რეჟმზე გამარჯვება არასოდეს ყოფილა. ახლა ოპოზიცია რასაც უნდა აკეთებდეს თეატრი აკეთებს. მოძებნეთ მომხრეები ეცადეთ გააფართოოთ პროტესტი რეგიონებში.
თბილისში რომ ხალხი შეიკრიბება და გვერდით მიუდგებით ეგ გგონიათ თქვენი საქმე ? თითო პარტიამ თითო მეტნაკლებად დიდ ქალაქში ასი სტაბილური და გულმხურვალე მხარდამჭერი რომ იპოვოს ვინც ბოლომდე გვერდში დაუდგება ხომ შესაძლებელია?
არადა მართლა სულ ცოტაა საჭირო. ოდნავი ორგანიზებულობა და ერთი ორი ნაბიჯის წინასწარ გათვლა და დამთავრებულია რეჟიმი.
აგერ გპირდებით, ნახავთ ხმააკანკალებულ მდინარაძეს სულ მალე…“

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – მზია ამაღლობელის წარმომადგენელმა გვთხოვა, კონსილიუმის შექმნა და წარმოგვიდგინა კონკრეტული ექიმები – ეს პროცედურა დაიწყო – ჩემი მანდატით შევლენ მის მოსანახულებლად

ლევან იოსელიანი – ჩემს სახლში ორი დღის წინ ორი ნიღბიანი ადამიანი მივიდა, რომლებმაც უწმაწური სიტყვები დატოვეს – ეს არის წითელი ხაზი, ბავშვები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ – ეს ფაქტი დასაგმობია