რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები გაცვალეს ფორმულით “150-150-ზე”

უკრაინამ და რუსეთმა პატიმართა მორიგი გაცვლა განახორციელეს ფორმულით “150-150-ზე”. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებენ.
“რუსეთის ტყვეობიდან ვიბრუნებთ 150 ჩვენს დამცველს. ესენი არიან ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები. საზღვაო ძალების ჯარისკაცები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ მარიუპოლსა და ზაპოროჟიეში, საჰაერო, სამხედრო-სადესანტო და სახმელეთო ძალების მებრძოლები, ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები, ტერიტორიული თავდაცვისა და პოლიციის წარმომადგენლები. ისინი ფრონტის სხვადასხვა მიმართულებიდან არიან, მაგრამ ერთი რამ აერთიანებთ: ისინი იბრძოდნენ უკრაინისთვის”, – წერს ზელენსკი თავის ოფიციალურ გვერდზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყვეობიდან დაბრუნებული რუსი სამხედრო მოსამსახურეები ამჟამად იმყოფებიან ბელარუსში, სადაც ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას უტარებენ და აქვთ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ ნათესავებს. მოგვიანებით მათ რუსეთში სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის ჩაიყვანენ.
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყეების წინა გაცვლა 15 იანვარს მოხდა ფორმულით „25-25-ზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!

თაზო დათუნაშვილი – დავითაშვილი სუს-ში იჯდა დაკითხვაზე ექვსი საათი და „ჩვენ განვიხილეთო“, თითქოს ბიზნესლანჩზე იყო ინვესტორებთან, რა განიხილე, შე უბედურო? – „ქართულ ოცნებას“ წიწილებიც გამოელევა, მერე სად წავა?