აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს -USAID „ფლანგვისა და სახსრების ბოროტად გამოყენების“ სია გამოაქვეყნა.
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ USAID-ის „ფლანგვისა და სახსრების ბოროტად გამოყენების“ რამდენიმე მაგალითს ასახელებს, თუმცა „სიის დაუსრულებლად გაგრძელება შეიძლება“.
სიაში ამ ეტაპზე საქართველოში განხორციელებული არცერთი პროგრამა არ მოხვდა.
USAID „ფლანგვისა და სახსრების ბოროტად გამოყენების“ სია:
· 1,5 მლნ დოლარი „თანასწორობისა და ინკლუზიურობის განვითარებისთვის სერბეთის სამუშაო ადგილებსა და ბიზნეს საზოგადოებაში“ – სერბეთი
· 70.000 დოლარი ირლანდიაში “DEI-მუსიკის” წარმოებისთვის
· 2.5 მლნ დოლარი ვიეტნამის ელექტრომობილებისთვის
· 47.000 დოლარი “ტრანსგენდერული ოპერისთვის” კოლუმბიაში
· 32.000 დოლარი “ტრანსგენდერული კომიქსისთვის” პერუში
· 2 მლნ დოლარი სქესის ცვლილებისა და „ლგბტ-აქტივიზმისთვის“ გვატემალაში
· 6 მლნ დოლარი ტურიზმის დასაფინანსებლად ეგვიპტეში
· ასობით ათასი დოლარი არაკომერციული ორგანიზაციისთვის, რომელიც დაკავშირებულია აღიარებულ ტერორისტულ ორგანიზაციებთან
· მილიონობით დოლარი EcoHealth Alliance-ისთვის, რომელიც ჩინეთის უჰანის ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობდა
· ასობით ათასი დოლარის საკვები პროდუქტი სირიაში ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ მებრძოლებს მიეწოდებოდა
· განვითარებად ქვეყნებში ჩასახვის საწინააღმდეგო „პერსონალიზებული“ კონტრაცეპტივების დაბეჭდვის დაფინანსება
· ასობით მილიონი დოლარი “ირიგაციის არხების, სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობისა და სასუქის დასაფინანსებლად, რომლებიც ავღანეთში ყაყაჩოს უპრეცედენტო კულტივაციისა და ჰეროინის წარმოებისთვის გამოიყენება” და რასაც სარგებელი თალიბებისთვის მოაქვს.
