ყაზახეთი ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის, არის პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს უკეთ გამოყენებასა და ათვისებას, ამისათვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები

ყაზახეთი ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის, არის პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს უკეთ გამოყენებასა და ათვისებას, ამისათვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები
ყაზახეთი არის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსთვის, არის პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს უკეთ გამოყენებას და უკეთ ათვისებას, ამისათვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ყაზახეთი არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი აღმოსავლეთით.
„მნიშვნელოვანი პარტნიორია განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ საქართველოს აქვს გაცხადებული პრიორიტეტი, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომლებიც არიან ძირითადი მონაწილეები სწორედ ამ მიმართულებით, დაკავშირებადობის პროექტებში.
ყაზახეთი არის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსთვის, არის პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს უკეთ გამოყენებას და უკეთ ათვისებას. მნიშვნელოვანია ამისათვის მაღალ დონეზე ვიზიტების, შეხვედრების განხორციელება, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე საუბარი, თუ სად შეიძლება, გავაძლიეროთ თანამშრომლობა.
ეს იქნება მთავარი განხილვის თემა ყაზახ პარტნიორებთან, ყაზახ მეგობრებთან, რომ ზუსტად მოვახდინოთ იდენტიფიცირება იმ სფეროების, სადაც ჩვენი ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს და გავაძლიეროთ თანამშრომლობა იმისათვის, რომ უკეთ იყოს საქართველოს პოტენციალი გამოყენებული, თანამშრომლობა იყოს ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ირაკლი კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა