„კანდიდატის სტატუსის მიღება ბიზნეს გარემოს უფრო გააჯანსაღებს და საქართველოს ბაზარი უფრო მოთხოვნადი გახდება“ – შიო ხეცურიანი

კანდიდატის სტატუსის მიღება ბიზნეს გარემოს უფრო გააჯანსაღებს და საქართველოს ბაზარი უფრო მოთხოვნადი გახდება, – ასე აფასებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი „კომერსანტთან“ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას.
„პირველ რიგში როგორც მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს ქვეყნის ძალიან დიდი წარმატებაა. რაც შეეხება ბიზნესის კუთხით, რა თქმა უნდა კანდიდატის სტატუსის მიღებით, ბიზნეს გარემო უფრო გაჯანსაღდება და საქართველოს ბაზარი უფრო მოთხოვნადი გახდება.
ის პოტენციური ინვესტორები რომლებიც განიხილავენ საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას ან თუნდაც ვინც ჯერ არ განიხილავს, ქვეყანას უფრო მეტი ინტერესით შეხედავენ, საიმედოობა მაღალი იქნება და ქვეყანაში ინვესტიციას უფრო თავდაჯერებულად ჩადებენ. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიღება უცხოური ინვესტიციის მოსაძიებლად მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია“, – ამბობს შიო ხეცურიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა