დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს მე უკრაინისთვის 55 მილიონი ფუნტის ღირებულების გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის შესახებ ვაცხადებ, რომელიც ჩვენს ქვეყნებში მდგრადობასა და ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა დევიდ ლემიმ.
დიდი ბრიტანეთის მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტი უკრაინის სოციალური, ბიზნესისა და ენერგეტიკული სფეროების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
ამასთან, დევიდ ლემიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შესახებ სერიოზულად არ არის განწყობილი.
„ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მოლაპარაკებებისა და მშვიდობის შესახებ სერიოზულად არის განწყობილი. პირობები, რომელიც პუტინმა გასულ წელს დააწესა, არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომლის მიხედვითაც სუვერენულმა სახელმწიფომ შეიძლება მოლაპარაკებები დაიწყოს“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!

თაზო დათუნაშვილი – დავითაშვილი სუს-ში იჯდა დაკითხვაზე ექვსი საათი და „ჩვენ განვიხილეთო“, თითქოს ბიზნესლანჩზე იყო ინვესტორებთან, რა განიხილე, შე უბედურო? – „ქართულ ოცნებას“ წიწილებიც გამოელევა, მერე სად წავა?