ილია ინჯიასთვის, ვარლამ ლიპარტელიანისა და ნიკა ელისაშვილისთვის საპარლამენტო ჯგუფის შექმნის შესაძლებლობის მიცემის გამო, პარლამენტის რეგლამენტი იცვლება

ილია ინჯიასთვის, ვარლამ ლიპარტელიანისა და ნიკა ელისაშვილისთვის საპარლამენტო ჯგუფის შექმნის შესაძლებლობის მიცემის გამო, პარლამენტის რეგლამენტი იცვლება.
XI მოწვევის პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით რეგლამენტი სპეციალურად „ხალხის ძალისთვის“ შეიცვალა და მასში ჩაიწერა, რომ ნებისმიერ შვიდ დეპუტატს, ვინც არჩევნებში წარმდგენ პარტიას დატოვებდა, პოლიტიკურ ჯგუფს შექმნიდა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ „ქართულ ოცნებას“ და უმრავლესობის რიგებს, ასევე, ილია ინჯია, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი დატოვებენ, რომლებიც პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით გააგრძელებენ საქმიანობას.
პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა დასვა საკითხი, რომ რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში ცვლილება პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებულ ნორმასაც შეეხოს და მისი შექმნის შესაძლებლობა შვიდის ნაცვლად, ნებისმიერ სამ დეპუტატს მიეცეს, ვინც არჩევნებში წარმდგენ პარტიას დატოვებს.
პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებულ ინიციატივას დაეთანხმა.
ე.წ. პოლიტიკური ჯგუფი სპეციალურად X მოწვევის პარლამენტისთვის მოფიქრებული სტრუქტურული ერთეული იყო, რომელიც ზუსტად იმავე უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობდა, რაც საპარლამენტო ფრაქციას გააჩნია. თავის მხრივ, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის ინიციატივა იმ გარემოებამ განაპირობა, რომ ფრაქციის ფორმირების წესის გათვალისწინებით, ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ვერც ერთმა სხვა პოლიტიკურმა სუბიექტმა ვერ შექმნა.

ასევე დაგაინტერესებთ