დიმიტრი პესკოვი – რუსეთისა და -ის ცალკეულ უწყებებს შორის კონტაქტები ნამდვილად არის

რუსეთისა და -ის ცალკეულ უწყებებს შორის კონტაქტები ნამდვილად არის, – ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, რომ „უკრაინასთან დაკავშირებით აშშ ძალიან კარგ, კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს აწარმოებს“.
„ცალკეულ უწყებებს შორის კონტაქტები ნამდვილად არის და ბოლო დროს ისინი გაძლიერდა. მაგრამ სხვა დეტალების შესახებ არაფრის თქმა შემიძლია. სათქმელი არაფერია“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის „ლეგიტიმურობის თვალსაზრისით ბევრი პრობლემები აქვს“.
„ჩვენი ქვეყნის ანალიზი, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ გააჟღერა, საუბრობს იმაზე, რომ ბატონ ზელენსკის დე იურე ლეგიტიმურობის თვალსაზრისით ბევრი პრობლემა აქვს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსული მხარე მოლაპარაკებებისთვის ღიაა“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!

თაზო დათუნაშვილი – დავითაშვილი სუს-ში იჯდა დაკითხვაზე ექვსი საათი და „ჩვენ განვიხილეთო“, თითქოს ბიზნესლანჩზე იყო ინვესტორებთან, რა განიხილე, შე უბედურო? – „ქართულ ოცნებას“ წიწილებიც გამოელევა, მერე სად წავა?