პარლამენტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 49 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. საკითხი პარლამენტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წარუდგინა. მან დეპუტატებს „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” 49 წევრის სია გააცნო, რომელთაც უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს.
თითოეული მათგანის საკითხს პარლამენტმა ცალ-ცალკე უყარა კენჭი. ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე არც ერთ შემთხვევაში გადაწყვეტილების წინააღმდეგ არც ერთ დეპუტატს ხმა არ მიუცია, ხოლო დადებითი პასუხი, სხვადასხვა შემთხვევაში, 80-დან 83 დეპუტატამდე დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილების მისაღებად 50 ხმა იყო საჭირო.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე დღეს იმსჯელა და მხარი დაუჭირა. საბოლოო გადაწყვეტილება კი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ირაკლი კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა