სახელმწიფო ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება დაიცვან საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყანა

სამ თვეზე მეტია ქვეყანაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისის და ეკონომიკური კრიზისის შექმნის მცდელობა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ყველა რესურსი, რათა დაიცვას საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყანა, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
„სამ თვეზე მეტია ქვეყანაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისის და ეკონომიკური კრიზისის შექმნის მცდელობა. მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიტიკური თანამდებობის პირების, პოლიციელების, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ბულინგი, სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ყველა რესურსი, როდესაც სახელმწიფოს მიმართ არის მიზანმიმართული დაფინანსებული, ორგანიზებული შეტევა, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჰქონდეთ საშუალება დაიცვან საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყანა“, – განაცხადა ბოჟაძემ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქვეყანა უნდა იმართებოდეს ეფექტიანად და სწორედ ამას უზრუნველყოფს პაკეტი, რომელიც დაინიცირდება პარლამენტში, ეს სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას

აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოსთან საზღვარი იმიტომ დაკეტა, რომ საზღვრის გავლით ე.წ ოპოზიციური მედიისა და მესამე სექტორისთვის USAID-ის გავლით ქეშად შეტანილი არაერთი მილიონის ფაქტი ამხილა

„ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებისთვის სახელმწიფოს მართვის ყველა შესაბამისი ბერკეტის მისაღებად რამდენიმე კანონს დააინიცირებს