უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა მორიგი შეტევისთვის 100-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენა

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 5 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა ორი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“ და 104 უპილოტო საფრენი აპარატი.
სარდლობის თანახმად, ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ს, ჩერკასის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, ხმელნიცკისა და კიროვოგრადის ოლქებში ჩამოაგდეს 57 დრონი. კიდევ 42 უპილოტო საფრენი აპარატი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
ხერსონის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
ქალაქ ხარკოვის ცენტრში დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა და საცხოვრებელი კორპუსები.
ფორუმი