“ოცნების” კომიტეტმა 49 ოპოზიციონერს დეპუტატის მანდატი გაუუქმა, ახლა ჯერი პლენარულზეა

“ქართული ოცნების” პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
ახლა საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა და იქაც ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მანდატები ოფიციალურად შეწყდება.
მანდატების გაუქმების განცხადებით, “ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტს სამმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა:
· “კოალიცია ცვლილებებისთვის”
· ძლიერი საქართველო
· ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა
კომიტეტის გადაწყვეტილებით მანდატები უუქმდებათ შემდეგ პოლიტიკოსებს:
1. მარიკა არევაძე
2. ლაშა ბაქრაძე
3. თინათინ ბოკუჩავა
4. საბა ბუაძე
5. გიორგი ბუტიკაშვილი
6. გრიგოლ გეგელია
7.
8. სოფია გოლეთიანი
9.
10.
11. თენგიზ თევზაძე
12. ქეთევან თურაზაშვილი
13. გიორგი იმედაშვილი
14.
15.
16. მაია კოპალეიშვილი
17. თამარ კორძაია
18. ირაკლი კუპრაძე
19. თამარ ლალიაშვილი
20. გიორგი ლემონჯავა
21. ნანა მალაშხია
22. ნიკანორ მელია
23. კობა ნაყოფია
24.
25. რამაზ ნიკოლაიშვილი
26. კახაბერ ოქრიაშვილი
27. დათუნა რაქვიაშვილი
28.
29. ხათუნა სამნიძე
30. ლევან სამუშია
31.
32. ანი ქავთარაძე
33. ოქტაი ქაზუმოვი
34. ბორის ყურუა
35. ფიქრია ჩიხრაძე
36. პეტრე ცისკარიშვილი
37. ლევან ცუცქირიძე
38. გიორგი წერეთელი
39. ანა წითლიძე
40. ივანე ჭყონია
41.
42.
43. ეკატერინე ხერხეულიძე
44. ირაკლი ხვადაგიანი
45. ელენე ხოშტარია
46. ბადრი ჯაფარიძე
47. გაიოზ ჯაფარიძე
48. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
49. სოფიო ჯაფარიძე
“ოცნების” პარლამენტისთვის მანდატების გაუქმების განცხადებით არ მიუმართავთ გახარია საქართველოსთვის წევრებს, თუმცა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არ აპირებს ერთპარტიული პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებასა და შიგ შესვლას.