საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი იყო.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული სამი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლებმა – „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს.
კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, კომიტეტმა თითოეულ განცხადებაზე ხელმოწერების ნამდვილობის გადამოწმების შემდეგ, მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მეხუთე პუნქტის და პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეთ:
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ წევრებს: ნანა მალაშხიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს, გიორგი ლემონჯავას, თენგიზ თევზაძეს, ს, ს, ივანე ჭყონიას, ხათუნა სამნიძეს, ოქტაი ქაზუმოვს, მაია კოპალეიშვილს, ბორისი ყურუას, ს, გიორგი ბუტიკაშვილს, გიორგი იმედაშვილს, ელენე ხოშტარიას, სოფია გოლეთიანს, მარიკა არევაძეს, ანი ქავთარაძეს;
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრებს: თინათინ ბოკუჩავას, ს, სოფიო ჯაფარიძეს, ს, გაიოზ ჯაფარიძეს, პეტრე ცისკარიშვილს, გიორგი წერეთელს, ირაკლი ხვადაგიანს, თამარ კორძაიას, ირაკლი ფავლენიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ლევან ხაბეიშვილს, ს, ანა წითლიძეს;
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” წევრებს: ს, ს, ბადრი ჯაფარიძეს, ანა ნაცვლიშვილს, ლევან ცუცქირიძეს, ირაკლი კუპრაძეს, ქეთევან თურაზაშვილს, საბა ბუაძეს, სალომე სამადაშვილს, დათუნა რაქვიაშვილს, თამარ ლალიაშვილს, გრიგოლ გეგელიას, ლევან სამუშიას, ფიქრია ჩიხრაძეს;
საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა კენჭსაყრელად.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაზახეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსთვის, შესაბამისად, პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ქვეყნებს შორის ეს ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება

ინფრასტრუქტურის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია შუა დერეფანი, ამ კრიტიკული მონაკვეთის მიმზიდველობა კიდევ უფრო იზრდება და ყაზახეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც მნიშვნელოვნად არის დაინტერესებული შუა დერეფნის განვითარებით