ადვოკატი – დიმიტრი ბიძინაშვილმა უარი თქვა ხელი მოეწერა ბრალის დადგენილების ფურცელზე, რადგან მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პატიმარია და მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია

დიმიტრი ბიძინაშვილმა უარი თქვა ხელი მოეწერა ბრალის დადგენილების ფურცელზე, რადგან მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე პოლიტიკური პატიმარია და მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა ზაჰესის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტთან განაცხადა.
მისი თქმით, ვიდეო ჩანაწერებით დასტურდება, რომ დიმიტრი ბიძინაშვილი უდანაშაულოა.
„სახელმწიფო ამ დაკავებულ 8 პირს ჯგუფურად გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავება, რასაც საავტომობილო მოძრაობის შეფერხება შეეძლო გამოეწვია, თუმცა ბრალში წერია, რომ შეაფერხა. ვიდეო ჩანაწერების თანახმად აღნიშნული არ დასტურდება და დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ეს კანონი ანტიკონსტიტუციურია და არ იყო კარგად გაცნობილი საზოგადოებისთვის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციაა, რომ საკანონმდებლო ორგანო და მთავრობის დადგენილების ავტორი არის მიმართული პოლიტიკური ბრალდებისკენ, შესაბამისად ეს ფაქტი არ მომხდარა და რომც მომხდარიყო ეს დანაშაული ვერ იქნებოდა. ჩვენ წარვადგენთ ვიდეო მტკიცებულებებს, სადაც ჩანს, რომ ისინი სავალ ნაწილზე არ არიან, შემდეგ პოლიცია ეუბნება – მიცემენ გზის გადაკეტვის საშუალებას – შემდეგ რამდენიმე პოლიციელს ბიძინაშვილი გამოჰყავთ, ძირს აგდებენ და ძალის გამოყენებით გზის შუა ნაწილში მიჰყავთ. ალბათ, ეს ჰგონია ბრალდების მხარეს გზის გადაკეტვის მცდელობა. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო საბა სხვიტარიძისგან განსხვავებით ამ კადრებს თვალს არ აარიდებს”, – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
ცნობისთვის, 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულით, კონკრეტულად კი – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა, რომელიც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – გიგი უგულავას მიმართ ივანიშვილის ვენდეტა არ სრულდება, ის უკვე მეოთხედ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნე – თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება საქართველოს!

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნების“ ყველა გეგმა ჩამოიშალა, რომ მცირე, მაგრამ ხეიბარი ლეგიტიმაცია მიეღოთ – რაც შეეხება მანდატების შეწყვეტას, ჩვენ არ მივმართავთ პარლამენტს განცხადებით – თუ უნდათ, ეს საკითხი ჩვენი დახმარების გარეშე, თავად გადაწყვიტონ