“ქართული ოცნების მომხრე, ორი წიგნი მაინც რომ აქვს წაკითხული და რუკაზე ქვეყნის პოვნა შეუძლია
ამერიკაში გულშემატკივრობს იზოლაციონისტ და მოფაშისტო MAGA რესპუბლიკელებს;
გერმანიაში პრორუსულ და მოფაშისტო AFD-ს;
საფრანგეთში ასევე მოფაშისტო ლე პენის ეროვნულ გაერთიანებას;
სლოვაკეთში პრორუს ფიცოს და მის პარტიას;
უნგრეთში პროპუტინისტ ორბანს;
თურქეთში ერდოგანს და ნეოოსმანისტებს;
ბელარუსში ლუკაშენკოს;
ჩინეთ-ამერიკის დაპირისპირებაში ჩინეთს;
ირან-ამერიკის დაპირისპირებაში ირანს;
ევროინტეგრაციისა და ევროსკეპტიკოსებს შორის დაპირისპირებაში ევროსკეპტიკოსებს;
რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთს;
ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ვერ გაერკვა ვის დაუჭიროს მხარი;
სირიაში ასადს გულშემატკივრობდა, მაგრამ არ გაუმართლა;
ეზიზღება ზელენსკი, მაკრონი, სრულიად ბალტიელები და ბორის ჯონსონი;
და ერთი სული აქვს სერბეთში საპროტესტოდ გამოსულ სტუდენტებს დედა მოუხნას მთავრობამ, რათა მერე თქვას, მიტინგებზე პოლიცია ყველგან ცემს ხალხსო.
———————————————————————
რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა, ნეტა თუ ხვდებით?” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი.