ადვოკატი – მოპოვებული გვაქვს ვიდეომტკიცებულებები, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოჰყავთ პოლიციელებს დიმიტრი ბიძინაშვილი გზის არასავალი ნაწილიდან და იძულებით აგდებენ სავალი ნაწილისკენ იმისთვის, რომ შუა გზაზე იდგეს

მოპოვებული გვაქვს სხვადასხვა სახის ვიდეო მტკიცებულება, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოჰყავთ პოლიციელებს დიმიტრი ბიძინაშვილი გზის არასავალი ნაწილიდან და იძულებით აგდებენ სავალი ნაწილისკენ იმისთვის, რომ შუა გზაზე იდგეს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა ზაჰესის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტთან ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მტკიცებულებას, სადაც დიმიტრი ბიძინაშვილის უდანაშაულობა ჩანს, სასამართლოს წარუდგენენ და იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე „კანონიერ გადაწყვეტილებას“ მიიღებს.
„ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ბრალის შესახებ დადგენილება, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ბრალის შესახებ შინაარს, ამის შემდეგ, ბრალდების მხარე სასამართლოში იშუამდგომლებს აღკვეთის ღონისძიების სახის განსაზღვრაზე, თუმცა როგორი სახით, გაურკვეველია. გადმოგვეცემა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რომელსაც გავეცნობით და ამის საფუძველზე, ჩვენც დამატებით მოვიპოვებთ მტკიცებულებებს.
მინდა გითხრათ, რომ მოპოვებული გვაქვს სხვადასხვა სახის ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოჰყავთ პოლიციელებს დიმიტრი ბიძინაშვილი არასავალი ნაწილიდან და იძულებით აგდებენ გზის სავალი ნაწილისკენ იმისთვის, რომ შუა გზაზე იდგეს. ამ მტკიცებულებას სასამართლოში წარვადგენთ და იმედი გვაქვს, მოსამართლე კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
ცნობისთვის, 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულით, კონკრეტულად კი – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა, რომელიც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე – მოვითხოვთ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას

ლაშა ფარულავა ლილუაშვილზე – რასაც ბრალად ვუყენებდით „ოცნებას“, თავად დაადასტურეს და ეს სრულიად საკმარისია, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს – ივანიშვილს თუ გვერდით მიუსვამენ ან გამოიკითხავენ, შეიძლება ვირწმუნოთ, რომ კორუფციას ებრძვიან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილ თავს დამნაშავედ არ ცნობს, მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე – მოვითხოვთ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას