აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პემ ბონდი დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის სენატმა პემ ბონდი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 54 ხმით 46-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორის კანდიდატურას „რესპუბლიკელ“ სენატორებთან ერთად მხარი „დემოკრატმა“ სენატორმა, ჯონ ფეტერმანმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პემ ბონდი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მას შემდეგ წარადგინა, რაც მისმა პირველმა არჩევანმა, მეტ გეცმა, „რესპუბლიკელი“ სენატორების მხრიდან არასაკმარისი მხარდაჭერის გამო კანდიდატურა მოხსნა.