ზელენსკის მონაცემებით, რუსეთთან ომში დაღუპულია 45 100 უკრაინელი მებრძოლი

უკრაინის პრეზიდენტმა მ დაასახელა რუსეთთან ომში დაღუპული უკრაინელი მებრძოლების ახალი რიცხვი, რომელიც მისივე მტკიცებით, თითქმის რვაჯერ ნაკლებია ს არმიის დანაკარგზე.
ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში, რომელიც 4 თებერვალს, ღამით YouTube-ზე გამოქვეყნდა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა 45 100 და დაიჭრა დაახლოებით 390 000 უკრაინელი მებრძოლი, დაკარგულად მიჩნეულების და დატყვევებულების რიცხვი კი დაზუსტებული არ არის.
რაც შეეხება რუსეთის არმიის დანაკარგებს, ზელენსკის თანახმად, მოკლულია დაახლოებით 350 000 სამხედრო, დაჭრილია 600 000-700 000 და დაკარგულად ითვლება 50 000-70 000.
ეს მონაცემები დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმებული არ არის. და რუსეთი რეგულარულად არ აქვეყნებენ ინფორმაციას თავისი დანაკარგების შესახებ.
2024 წლის დეკემბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაღუპულია 43 000 და დაჭრილია 370 000 უკრაინელი სამხედრო. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს მონაცემები რეალობას არ ასახავდა.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ს ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· უკრაინა თავის მიზნად ასახელებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღებას.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.