ყაზახეთის დასკვნით, 25 დეკემბერს ჩამოვარდნილი აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი „გარე ობიექტებმა“ დააზიანა

აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ყაზახეთში ჩამოვარდა მას მერე, რაც რუსეთის აეროპორტმა ის არ მიიღო და ყაზახეთში გაემართა, დაზიანდა „ალბათ გარე ობიექტების მიერ,“- ნათქვამია ყაზახეთის მთავრობის საიტზე 4 თებერვალს გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშში, იტყობინება Reuters-ი.
38 ადამიანი დაიღუპა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად. თვითმფრინავი ბაქოდან მიფრინავდა გროზნოში, რომლის აეროპორტმა ის არ მიიღო და იძულებული გახდა გაფრენილიყო ყაზახეთისკენ.
29 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი დაზიანდა რუსეთში ხმელეთიდან შემთხვევითი სროლის შედეგად.
მოსკოვს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
შარშან წლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბოდიში მოუხადა ალიევს თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო. მას ინციდენტში უშუალოდ რუსეთის ბრალი არ უხსენებია.
აზერბაიჯანის მთავრობიდან წყარომ განაცხადა 4 თებერვალს, რომ თვითმფრინავს ესროლეს რუსული ანტისაჰაერო თავდაცვის “Pantsir-S-ის ტიპის სისტემიდან, წერს Reuters-ი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…