გიორგი ქადაგიძე გაანთავისუფლეს

ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორი გიორგი ქადაგიძე თავისუფალია. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და გიორგი ქადაგიძის საქმეზე სხდომა გადადო. მომდევნო პროცესი 7 თებერვალს, 14:00 საათზე გაიმართება.
ქადაგიძე პოლიციამ 3 თებერვალს, სანაპიროზე საპროტესტო მსვლელობისას დააკავა.