„ევროპულ სტანდარტებზე დაახლოება შეეხება ყველა სფეროს: შრომის პირობებს, მინიმალურ ხელფასს და ა.შ“ – კახი დვალიშვილი

რა გავლენას მოახდენს კანდიდატის სტატუსი, შრომის პირობებზე საქართველოში. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენელმა კახი დვალიშვილმა ისაუბრა.მისი თქმით, გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა საქართველოს მისცა შანსი, რომ ევროპულ ოჯახს უფრო სწრაფად დაუახლოვდეს და ქვეყანამ ეს შანსი უნდა გამოიყენოს, რათა საქართველოში ჩატარდეს ნამდვილი რეფორმები და ქვეყანა ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს.
„ევროპულ სტანდარტებზე დაახლოება შეხება ყველა სფეროს: შრომის პირობებს, მინიმალურ ხელფასს და ა.შ. ჩვენ ქვეყანაში არასამართლიანი შრომის პირობებია და სახელმწიფოს არც აქვს ამის მოწესრიგების მცდელობა, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორში. კანონმდებლობით არ კონტროლდება ზეგანაკვეთები. კონტროლი ხორციელდება შრომის ინსპექციის ხარჯზე, რომელიც უმოქმედოა და თავისი პრობლემები გააჩნია, არაა დაკომპლექტებული შესაბამისი, კომპეტენტური ადამიანებით.“- განაცხადა კახი დვალიშვილმა.
მისი თქმით, ევროპასთან დაახლოების შემდეგ მოიმატებს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება და გაჩნდება სამუშაო ადგილებიც, ამის შესაბამისად ქვეყანამ ევროპული ქვეყნების უმრავლესობის მსგავსად მინიმალური ხელფასი უნდა დააწესოს და ეს ხელფასი შესაბამისი უნდა იყოს ევროპულ სტანდარტთან.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა