პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ, ვინც ღალატი ჩაიდინა ქვეყნის წინაშე და ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ჩააბარა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველამ უნდა აგოს პასუხი იმ ღალატისა და დანაშაულისთვის, რომლის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია.
როგორც მან საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის ტკივილები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მიიღო ქვეყანამ, ჯერაც არ მოშუშებულა.
„ჩვენი საარჩევნო დაპირების ერთ-ერთი მიმართულება იყო ის, რომ პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ, ვინც ღალატი ჩაიდინა ქვეყნის წინაშე, ვინც ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ჩააბარა. იმ უგუნური პოლიტიკის შედეგად, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, რა მივიღეთ, ყველამ კარგად დავინახეთ: დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები. ეს ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ტკივილები ჯერაც არ მოგვიშუშებია. ამ ღალატისთვის, ამ დანაშაულისთვის ყველამ უნდა აგოს შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა მ.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის დაკითხვაზე გამოუცხადებლობას კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქალბატონმა შაჰინმა სხვისი ქონების მიმთვისებელი, ფულის გამთეთრებელი და საზღვრის უკანონო დამრღვევი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლად შერაცხა. გიორგი ბაჩიაშვილის ხსნება ჯინ შაჰინისგან კი იმას ნიშნავს, რომ ბაჩიაშვილი მათი აგენტია

სენატორი ჯინ შაჰინი იმის მაგივრად, რომ აღფრთოვანებას გამოხატავდეს ქართული ხელისუფლების მიერ კანონის აღსრულებას უმაღლესი სტანდარტების გამო, ბრალდებულს აპრიორი იცავს – გიორგი ბაჩიაშვილი მათი აგენტია, შესაბამისად, მას დაცვა-პატრონობა სჭირდება

ჯინ შაჰინის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩადენა, პარტნიორის მოტყუება და თანხის დაუფლების თაღლითური მცდელობა კი დემოკრატის უტყუარი გამოვლინება – ბაჩიაშვილი კოლექტიური დასავლეთის აგენტია, სწორედ ამიტომ მოინათლა მისი დაკავება დემოკრატიაზე თავდასხმად