გიგი უგულავას და კიდევ 7 პირს ბრალს სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგენენ

8 პირს, რომლებიც 2 თებერვალს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ახლა სისხლის სამართლის კოდექსით აკავებენ. მათ შორის არიან ენმ-ს წევრი გიგი უგულავა და “ახალის” წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი.
-ს ცნობით, ამ რვა პირს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით აკავებენ და დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას, სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას”, – წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს, 2 თებერვალს, დღისით და გვიან ღამით, 31 დემონსტრანტი დააკავეს. თავდაპირველად, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებდნენ.
20-ზე მეტი დემონსტრანტი „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დააკავეს. დაკავებების მეორე სერია გვიან ღამით დაიწყო, როდესაც „თბილისი მოლიდან“ მსვლელობით წამოსული მოქალაქეები სანაპიროს გავლით რუსთაველისკენ მიემართებოდნენ.
დაკავებულთა ნაწილი პოლიციელთა მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა, მათ შორის, მინიმუმ 7 ადამიანს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა, რომელთა უმეტესობას ტვინის შერყევა და სახის ტრავმები აღენიშნებოდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წვავს ის საკუთარ მაისურს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა