ომის დაწყების დღიდან, უკრაინამ -სგან მიიღო 175 მილიარდი დოლარი, ხოლო ევროკავშირიდან – 118 მილიარდი ევრო. კითხვა – რამდენი შეიჭამა გამოყოფილი თანხებიდან?

ომის დაწყების დღიდან, უკრაინამ -სგან მიიღო 175 მილიარდი დოლარი, ხოლო ევროკავშირიდან – 118 მილიარდი ევრო. კითხვა – რამდენი შეიჭამა გამოყოფილი თანხებიდან?
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი, ერთგვარი ამოცანის პირობის სახით, ამერიკისა და ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე წერს და სვავს კითხვას – რამდენი „შეიჭამა“ გამოყოფილი თანხიდან.
„შაბათობით სოფელში ვმეცადინეობ გოგოშკებთან. “საშინელ” (საშინაო) დავალებებს ვაკეთებთ. ძალიან ვხალისობთ. განსაკუთრებით მათემატიკაში. ჯერ პატარები არიან, თორემ აი, ასეთ გამოცანას შევიყვანდი სახელმძღვანელოში:
“უკრაინამ ომის დაწყების დღიდან ამერიკიდან მიიღო 175 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება. ხოლო ევროკავშირიდან – 118 მილიარდი ევრო.
გარდა ამისა, 13 პაკეტად განაწილებული – რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული იქნა 14 ათასი სანქცია.
ამავდროულად, მხოლოდ USAID-ის ხაზით, საქართველოს არჩევნებში დახარჯული იქნა 41,7 მილიონი დოლარი.
შეკითხვა: 1) რატომ ვერ დაამარცხეს და საქართველო და 2) რამდენი შეიჭამა ამ გამოყოფილი თანხებიდან?”„- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში