მნიშვნელოვანია, გადავხედოთ გასულ წელს, შევაჯამოთ ის, თუ რა ვითარებაში მოუწია ჩვენს ქვეყანას მართლაც და „გადარჩენის ვიწრო ბილიკზე გასვლა“ – მადლობა ამ შეფასებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის პოსტზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტს მოხსენებით მიმართა.
პაპუაშვილმა მიხეილ ყაველაშვილს მოხსენებისას გამოთქმული შეფასებებისა და ხედვების გამო მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს ამ მოხსენებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ გადავხედოთ გასულ წელს, შევაჯამოთ ის თუ რა ვითარებაში მოუწია ჩვენს ქვეყანას მართლაც და „გადარჩენის ვიწრო ბილიკზე გასვლა“. მადლობა ამ შეფასებისთვის და ასევე იმ მომავალი ხედვისთვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს ყველა იმ მიმართულებით, რომელზეც თქვენ გქონდათ საუბარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
