„პუბლიკის” ჟურნალისტზე, ნათია ლევერაშვილზე, რომელიც პარლამენტთან ჟურნალისტების პროტესტს აშუქებდა, პოლიციამ იძალადა. პოლიციელებმა მას ხელი დაარტყეს, ასევე, თმაზე მოქაჩეს. პოლიციელებმა ასევე იძალადეს ადგილზე მყოფ სხვა ჟურნალისტებზე, როცა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და მისი გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილები პოლიციამ შესასვლელის ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა და აიძულა, შენობის წინა მხარეს ჩასულიყო.
