საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა მიხეილ ყაველაშვილის მოხსენების დასრულებისთანავე დასრულდა – უმრავლესობას სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობით არ უსარგებლია

პრეზიდენტის პოსტზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული მიხეილ ყაველაშვილის საპარლამენტო მიმართვის შემდეგ, მმართველ უმრავლესობას სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობით არ უსარგებლია.
საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ყაველაშვილის მოხსენების დასრულებისთანავე დასრულდა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად კი, პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოდიან. მათ 10-წუთიანი მიმართვის შესაძლებლობა აქვთ.
ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის გარდა, საპარლამენტო ტრიბუნით სარგებლობის უფლება პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის“ ხელმძღვანელსაც ჰქონდა, თუმცა ყაველაშვილის მოხსენების შემდეგ, სიტყვით არავინ გამოსულა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყაველაშვილს მოხსენებისთვის და მის მიერ გაკეთებული შეფასებისთვის მადლობა გადაუხდა და პარლამენტის სხდომა ამით დაიხურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე – დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი

შსს – კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – დაკავებულია ორი პირი