მიხეილ ყაველაშვილი – ღირებულებების თანხვედრა მაძლევს რწმენის საფუძველს, რომ -ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობების გადატვირთვას და ნორმალიზებას მოვახერხებთ

ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის თანხვედრა მაძლევს ღრმა რწმენის საფუძველს, რომ -ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობების გადატვირთვას და ნორმალიზებას მოვახერხებთ, – ეს განცხადება პრეზიდენტის თანამდებობაზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა.
ყაველაშვილის აზრით, აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, მსოფლიოში ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის ცვლილება დაიწყო, რაც მისივე თქმით, სასიხარულოა.
“მე ამას დონალდ ტრამპის ეფექტს დავარქმევდი. აშშ-ში მიმდინარე პროცესებმა და მსოფლიოში მისმა გამოძახილმა ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, თუ რამდენად სწორ პოლიტიკას და ღირებულებებს ატარებს ჩვენი სახელმწიფო.
სამშვიდობო პოლიტიკა, ეროვნული ინტერესების უპირველესობა, კონსერვატიული და ტრადიციული ღირებულებების დაცვა, ოჯახის სიძლიერე, ქრისტიანობის როლის გაძლიერება – სწორედ ეს არის ის ღირებულებები, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ნათელია, რომ სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება აშშ-ს პოლიტიკა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის პოსტზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა ყაველაშვილმა პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე – დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი

შსს – კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – დაკავებულია ორი პირი