ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა.
„ევროკავშირის მსგავსად ნორვეგიის მთავრობა საქართველოსთვის აწესებს შემდეგ შეზღუდვებს:
· საქართველოს ხელისუფლებასთან შეწყდება ყველა სახის პროექტი;
· ნორვეგიის მხრიდან საქართველოს მთავრობას შეუწყდება ყველანაირი ფინანსური მხარდაჭერა;
· შეწყდება საქართველოსა და ნორვეგიას შორის თანამშრომლობა სამხედრო სექტორში;
· შემცირდება პოლიტიკური კონტაქტები;“ – წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებით, EU-ის მიერ ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ქვეყანა პარალელური ზომების მიღებას განიხილავს.