ირაკლი ბენდელიანი საბა ბუაძეს – რამდენიმე თვეა, ჩემს სახელს და გვარს ახსენებ ხშირად – ბინა ვიყიდე დაახლოებით, 10 წლის წინ, როდესაც არც კორპუსის მშენებლობა იყო დაწყებული და არც მერიაში ვმუშაობდი

მაგ კორპუსში ბინა ვიყიდე დაახლოებით, 10 წლის წინ, როდესაც არც კორპუსის მშენებლობა იყო დაწყებული და არც მერიაში ვმუშაობდი, – ასე უპასუხა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის საბა ბუაძის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის ოჯახს საცხოვრებელი ფართი იაფად იმავე კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსში აქვს ნაყიდი, რომელიც ამჟამად ტვერელის ეკლესიასთან მიმდინარე მშენებლობას ახორციელებს.
ბენდელიანის თქმითვე, დოკუმენტები, რაც ბუაძეს აქვს რეგისტრაციის თარიღს აღნიშნავს, როდესაც კორპუსი უკვე აშენებული იყო.
„ბოლო რამდენიმე თვეა, რამდენიმე ტელევიზიით ვნახე, რომ ჩემს სახელს და გვარს ახსენებ ხოლმე ხშირად. დაახლოებით, 10 წლის წინ მაქვს მაგ კორპუსში ბინა ნაყიდი, როდესაც არც კორპუსის მშენებლობა იყო დაწყებული და არც მერიაში ვმუშაობდი, თუმცა კიდეც რომ მემუშავა მერიაში, მაგის პრობლემასაც ვერ ვხედავ. თქვენ რა დოკუმენტიც გიჭირავთ ხელში, ეგ არის რეგისტრაციის თარიღი, მას შემდეგ, რაც კორპუსი აშენდა, განშლა გაკეთდა და ფიზიკურად შესაძლებელი გახდა საჯარო რეესტრში მაგ ბინის დარეგისტრირება. ცოტა უფრო მეტ დროს თუ დაუთმობ ჩემს დეკლარაციას, იქ ატვირთულ სასესხო ხელშეკრულებებს, შემოსავლებს და ასე შემდეგ, უფრო ნაკლები სურვილი გექნება, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანო. 175 დოლარად არ არის ნაყიდი და გადარიცხვის ქვითრებიც შემიძლია თარიღებით და ოდენობით წარმოგიდგინოთ, აქ მგონი მაგის ადგილი არ არის“, – მიმართა ირაკლი ბენდელიანმა საბა ბუაძეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…