– ოპოზიციასაც შეეძლო მოეტანა ევროკავშირის დროშები, მაგრამ არ გააკეთეს, რადგან ცხვირ-პირი ჩამოსტიროდათ – ვურჩევ, არ ჩამოყარონ ყურები, თუ არ უმართლებთ პოლიტიკაში, შეიძლება სხვა საქმეში გაუმართლოთ

ოპოზიციას შეეძლო გაეკეთებინა იგივე და შეეძლოთ მოეტანათ დროშები, თუმცა ეს არ გააკეთეს. რატომ? – იმიტომ, რომ მათ ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი დღეს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკავშირის დროშები მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მაგიდებზე იყო განთავსებული.
მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის და ფრაქციის ეკუთვნის, მსგავსი ოპოზიციას შეეძლო გაეკეთებინა.
„ეს გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობამ, ჩვენმა ფრაქციამ და საპარლამენტო უმრავლესობამ. ეს ჩვენი პოლიტიკური აქტი იყო. ოპოზიციას შეეძლო გაეკეთებინა იგივე, შეეძლოთ მოეტანათ დროშები, თუმცა ეს არ გააკეთეს. რატომ? – იმიტომ, რომ მათ ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი დღეს. ზოგადად მე ვურჩევ ოპოზიციას, რომ არ ჩამოყარონ ყურები, თუ არ უმართლებთ პოლიტიკაში, შეიძლება სხვა საქმეში გაუმართლოთ“, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, „ლელოს“ დეპუტატის სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკავშირის დროშები მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მაგიდებზე განათავსეს.
სამადაშვილი აღნიშნულის შესახებ საკუთარ „ფეისბუქზე“ წერს და ფაქტის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით უსუფაშვილი – ქვეყანა არის სტაბილურად მძიმე ვითარებაში, როგორც ავადმყოფზე იტყვიან: „რეანიმაციულ განყოფილებაშია“ – ხალხს ექნება ჩიხიდან გამოსავალი, „ქართულ ოცნებას“ გამოსავალი არ აქვს

ირაკლი კაკაბაძე: ხაინდრავა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის სიბინძურის, მორალური დეგრადაციის, მაკიაველიზმის და უზნეობის სიმბოლოდ იქცა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ახლად ახერხებს იმას, რომ მომავალ თაობას შუა თითი გამოუყოს და უსირცხვილოდ დედა შეაგინოს