პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გამოსვლა დაიწყო

პრეზიდენტის პოსტზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით პარლამენტს მიმართავს.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია სწორედ ყაველაშვილის გამოსვლით გაიხსნა.
საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომას “ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატების გარდა, მთავრობის წევრები, თვითმმართველობებისა და კონსტიტუციური ორგანოების პირველი პირები ესწრებიან. პარლამენტში ასევე მიწვეული არიან საპატრიარქოს წარმომადგენლები.
რეგლამენტის გათვალისწინებით, ყაველაშვილის მიმართვის შემდეგ, სიტყვით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი გამოვა. სიტყვით გამოსვლით, სავარაუდოდ, “ხალხის ძალის“ წარმომადგენელიც ისარგებლებს.
დღევანდელ სხდომაზე პარლამენტი სხვა საკითხებს არ განიხილავს.
დღეს პარლამენტში უსაფრთხოების ე.წ. ყვითელი დონე მოქმედებს. მიხეილ ყაველაშვილის მოხსენების გასაშუქებლად პარლამენტში მხოლოდ ტელემედიის წარმომადგენლები შეუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჟრიამულის საფუძველი არავის აქვს! – მივმართავ „ოცნების“ ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება, თქვენ ხართ!

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პირველი შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონების გამოყენება დაიწყო, მათ თავად ირანელი ოპერატორები უშვებდნენ. ისინი იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ადგილზე გაეწვრთნათ რუსი სამხედროები