ლატვიის საგარეო უწყება – მმართველი ელიტა რეპრესიული ქმედებებით ქართველ ხალხთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს

ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის მორიგი ძალადობრივი დემონსტრირებით, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„უახლესი რეპრესიული ქმედებებით მმართველი ელიტა ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან განხეთქილების გაფართოებას განაგრძობს“, – აცხადებენ უწყებაში.
ლატვიის საგარეო უწყება ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვაში მხარდაჭერას უცხადებს.
„სრული მხარდაჭერა ქართველების მიმართ თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მათ სწრაფვაში“, – აღნიშნულია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო