ჯო უილსონი – ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან -სა და აშშ-ის საელჩოს მიმართ მუქარისა და ტყუილის მოთმენა არ მოხდება

ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან -სა და აშშ-ის საელჩოს მიმართ მუქარისა და ტყუილის მოთმენა არ მოხდება, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, “ანტიამერიკელი ხულიგნები” სანქციების საფრთხის ქვეშ დგანან.
“ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან აშშ-სა და აშშ-ის საელჩოს მიმართ მუქარისა და ტყუილის მოთმენა არ მოხდება. ანტიამერიკელი ხულიგნები სანქციების საფრთის წინაშე დგანან. ტრამპი ამას გამოასწორებს“, – წერს უილსონი.
ჯო უილსონი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭრად – გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან