ნოიერმა “ბაიერნთან” კონტრაქტი გააგრძელა

“ბაიერნმა” მეკარე მანუელ ნოიერს კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა, – იტყობინება მიუნხენური კლუბი საიტით.
ნოიერი “ბაიერნის” ღირსებას 2011 წლიდან იცავს, 547 მატჩში 450 გოლი გაუშვა, 11-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ხუთჯერ მოიგო თასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2014 წელს კი გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
38 წლის მანუელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონი ევროა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში