დიმიტრი მედვედევი – ილონ მასკის ჭკვიანური ნაბიჯი, რომელიც USAID-ის ღრმა ყელის ამოვსებას ცდილობს – იმედია, „დიფ სტეიტი“ მას მთლიანად არ გადაყლაპავს

ილონ მასკის ჭკვიანური ნაბიჯი, იმედია „დიფ სტეიტი“ მას მთლიანად არ გადაყლაპავს, – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის საგარეო დახმარების სააგენტო USAID-ის დახურვასთან დაკავშირებით ილონ მასკის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
„ილონ მასკის ჭკვიანური ნაბიჯი, რომელიც USAID-ის ღრმა ყელის ამოვსებას ცდილობს. იმედი ვიქონიოთ, რომ საქვეყნოდ ცნობილი „დიფ სტეიტი“ მას მთლიანად არ გადაყლაპავს“, – წერს მედვედევი X-ზე.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა გუშინ განაცხადა, რომ USAID არის „კრიმინალური ორგანიზაცია და დროა მოკვდეს“. ამასთან, მასკმა აღნიშნა, რომ USAID-ის დახურვაზე მუშაობს და ამას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც ეთანხმება.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო