საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის მეოთხე მატჩს გამართავს. ბულგარეთთან საშინაო გამარჯვების შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გუნდი მეტოქეს ამჯერად სტუმრად, ქალაქ პლოვდივში დაუპირისპირდება.
ბულგარეთთან საპასუხო შეხვედრაში ნაკრებს შოთა თოფურია უბრუნდება, რომელმაც თბილისური მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. საქართველოს ნაკრები ბულგარეთში 15 ფეხბურთელით გაემგზავრა.
ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 4 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის YouTube არხზე შემოგთავაზებთ.
სამი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 6 ქულით მეორე ადგილზეა. ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინ რაუნდის ათი ჯგუფის
გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)
წინა ხაზი: ბექა ბექაური (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, თბილისი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (არმია, თბილისი), ოთარ ბერეჩიკიძე (არმია, თბილისი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი)
nakrebi.ge