დონალდ ტრამპი ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებაზე – ეს აუცილებლად მოხდება

დონალდ ტრამპი სავაჭრო ტარიფების ფარგლების კიდევ უფრო გაფართოებით დაიმუქრა და გაიმეორა, რომ ევროკავშირს – და პოტენციურად გაერთიანებულ სამეფოს – ტარიფები დაუწესდებათ, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
მისი თქმით, ევროკავშირისთვის ახალი ტარიფების დაწესება “აუცილებლად მოხდება” და გაიმეორა კრიტიკა ბლოკთან -ის დიდი სავაჭრო დეფიციტის გამო.
„შემიძლია გითხრათ, რომ ეს აუცილებლად მოხდება ევროკავშირთან დაკავშირებით. არ ვიტყოდი, რომ არსებობს ვადები, მაგრამ ეს საკმაოდ მალე იქნება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ტრამპმა შედარებით რბილი პოზიცია დააფიქსირა გაერთიანებული სამეფოს მიმართ და პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან კარგ ურთიერთობას გაუსვა ხაზი. ამასთან, მისი თქმით, ტარიფები შეიძლება მაინც დაწესდეს.
”გაერთიანებული სამეფო ამ ჩარჩოში არ ზის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია. პრემიერ-მინისტრი სტარმერი ძალიან კარგია. გვქონდა რამდენიმე შეხვედრა, გვქონდა მრავალი სატელეფონო ზარი, ძალიან კარგად ვთანხმდებით, ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ჩვენი ბიუჯეტის დაბალანსებას“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე 25%-იანი დამატებითი ტარიფის, ჩინეთიდან იმპორტზე კი 10%-იანი დამატებითი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს. ამასთან, კანადიდან იმპორტირებული ენერგორესურსები, მათ შორის ნავთობი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, დამატებით 10%-ით დაიბეგრება.