„ოცნებამ“ PACE-დან დელეგაციის წევრები გამოწვია

„ქართული ოცნების“ პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობიდან წევრების გამოწვევის შესახებ.
როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, ფრაქციებიდან კომიტეტში შევიდა მიმართვა, PACE-ში ქართული დელეგაციის შემადგენლობის წევრების გამოწვევის შესახებ. შესაბამისად, დელეგაციიდან გადის ყველა წარდგენილი წევრი: „ქართული ოცნებიდან“ — , მარიამ ლაშხი, გივი მიქანაძე და „ხალხის ძალიდან“ — ეკა სეფაშვილი“, ასევე სათადარიგო შემადგენლობა: რატი იონათამიშვილი, ლევან მაჭავარიანი და ზვიად შალამბერიძე.
„ისინი გამოწვეული არიან დელეგაციის შემადგენლობიდან, თუმცა დელეგაცია არ უქმდება, დელეგაცია რჩება“, — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ს განმარტებით, გარდა იმისა, რომ ფრაქციებმა მიმართეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს და გაიწვიეს თავიანთი წევრები დელეგაციიდან, ამ წევრებმა ასევე ინდივიდუალურად მიმართეს ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის პრეზიდენტს მათი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
„მეც მივმართავ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში წევრები არ არიან და ამაზეც შესაბამისად იქნება მიწოდებული ინფორმაცია განმარტებით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან ველით, რომ ის დაუბრუნდება პირვანდელ ღირებულებებს“, — განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა,რ ომ საქართველოს რჩება ევროპის საბჭოს „ერთგულ წევრად“.
„ქართულმა ოცნებამ“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც PACE-მ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ცნო შეზღუდულად და 2025 წლის აპრილის სესიაზე გადაწყვეტილების გადახედვის პირობებით. PACE-მ რეზოლუციით მოითხოვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სთვის პირობების შექმნა.
შესაბამისად, აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო იქნება ევროპის საბჭოს მეორე ქვეყანა, რომლის დელეგაციის წევრები PACE-ში არ არის წარმოდგენილი. PACE-ს რეგლამენტით, წლის პირველ სესიაზე ავტომატურად მტკიცდება ეროვნული დელეგაციების უფლებამოსილება, თუ რომელიმე მათგანი გასაჩივრებული არაა. 2024 წლის სესიაზე უარი ასამბლეამ უარი უთხრა აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილების ცნობაზე, რაც განპირობებული იყო ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებისა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. 2025 წელს კი აზერბაიჯანმა PACE-ში დელეგაცია არ წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ